The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამუკა ხურცილავა

მამუკა ხურცილავა
ოფიციალური სახელი:ნესტორ ხურცილავა
დაბადების თარიღი:3 ივლისი, 1965  (58 წლის)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხონი (ყოფ. წულუკიძე).

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1989 წელს.

1982-1984წწ. შ/გასწორების კოლონიის სპეცნაწილის ისპექტორი; 1984-1985წწ. სასამართლოს სხდომის მდივანი; 1985-1990წწ. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი განყოფილების გამგე; 1990-1993წწ. იყო იუსტიციის მინისტრის თანაშემწე; 1993-1995წწ. ქალაქებისა და რაიონების დახმარებისა და განვითარების ერთიანი ფონდის გამგეობის თავმჯდომარე; 1995 წელს საქართველოს მინისტრთა საბჭოს მრჩეველი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 423; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 412

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მოქალაქეთა კავშირი, წევრი (1995-)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტი, ქვეკომიტეტის თავმჯდომარე (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მამული", წევრი (1995-1999)

გააზიარე: