The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნელი გვასალია

ნელი გვასალია
დაბადების თარიღი:28 მარტი, 1943  (81 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნუკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1967 წელს.

1967 წლიდან მუშაობდა "თბილქალაქპროექტში"; 1975 წლიდან "საქქალაქპროექტში" იყო არქიტექტურული ჯგუფის ხელმძღვანელი და პროექტის მთავარი არქიტექტორი. ავტორია რამდენიმე დიდი საზოგადოებრივი დანიშნულების შენობის პროექტისა: სასტუმრო და დასასვენებელი სახლები ქუთაისში, კინდღში და ბაკურიანში, სასტუმრო რუსთავში, ჟურნალისტების საცხოვრებელი სახლი თბილისში და დრამატული თეატრის შენობა რუსთავში; 2000 წელს მიენიჭა კემბრიჯის (ინგლისი) საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრის მიერ საპატიო წოდება "საუკუნის გამოჩენილი ხელოვანი და არქიტექტორი" სახელობითი ვერცხლის მედლით.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.605; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 89-90

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1972-)
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, გამგეობის წევრი (1982-)
  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საბჭოს წევრი (2005-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1989 - საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია, 300 ადგილიანი სასტუმრო რუსთავში

გააზიარე: