The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯიბსონ ხუნდაძე

ჯიბსონ ხუნდაძე
დაბადების თარიღი:18 ოქტომბერი, 1927
გარდაცვ. თარიღი:29 სექტემბერი, 2022  (94 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1952 წელს.

1957-1960წწ. იყო ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის, 1962-1964წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების განყოფილებისა და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის ხატვა-ფერწერის პედაგოგი. მისი გამოფენები მოეწყო საქართველოში, რუსეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთში, იაპონიაში, უკრაინაში, ისლანდიასა და შვეიცარიაში; ავტორია ჟურნალ-გაზეთებში თანამედროვე ხელოვნების საკითხებზე გამოქვეყნებული წერილებია. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, კულტურის სამინისტროს ფონდში, საფრანგეთის, აშშ, იტალიის, ავსტრიის კერძო კოლექციებში. არის მე-6 მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი (1956), ფესტივალ "თბილისური გაზაფხულის" ლაურეატი (1997), ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრიზის მფლობელი (1999).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 422; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.151; მსოფლიო მხატვრობა: facebook.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2009 - საქართველოს ეროვნული პრემია
  • 2009 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 2002 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 2002 - ნიკო ფიროსმანის სახელობის პრემია
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1985 - საქართველოს სახალხო მხატვარი

გააზიარე: