შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ისიდორე გვარჯალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ოზურგეთის რაიონი, სოფელი გონებისკარი. დაამთავრა თბილისის უცხო ენათა უმაღლესი კურსების ფრანგული და ინგლისური ენების განყოფილებები 1927–1931 წლებში. 1927 წლიდან მუშაობდა თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში; 1947–1952წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრის გამგე; 1948–1952წწ. და 1961–1966წწ. თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის პრორექტორი; 1966–1983წწ. პროფესორ–კონსულტანტი; ლექსიკოგრაფი, პროფესორი(1961). ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკის მეცნიერებათა ეროვნულ ინსტიტუტში დაწესებულია ი. გვარჯალაძის სახელობის პრემია უცხო ენის სწავლების მეთოდიკაში საუკეთესო ნაშრომისათვის. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.605 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |