The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯამლეთ ბაბილაშვილი

ჯამლეთ ბაბილაშვილი
დაბადების თარიღი:9 ივლისი, 1942
გარდაცვ. თარიღი:9 ივლისი, 2017  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: საგარეჯოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1969 წელს და ასპირანტურა 1971 წელს.

1971 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას, მუშაობდა პროკურატურასა და სასამართლო სისტემის ხელმღვანელ თანამდედობებზე: 1971-1975წწ.  უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1975-1977წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1981წწ. საგარეჯოს რაიონის პროკურორი; 1981-1986წწ. უზენაეს სასამართლოში ამიერკავკასიის ტრანსპორტის პროკურორის I მოადგილე; საქართველოს პროკურატურაში საგამომძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილე, უფროსი; 1986-1990წწ. ქუთაისის პროკურორი; 1992-1993წწ. საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე; 1993-2001წწ. საქართველოს გენერალური პროკურორი. 2002-2004 წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი N11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქიდან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის წევრი; 2002-2017წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქვემო ქართლის ფილიალის დოცენტი. ავტორია ოცდაათი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორისაა ორი მონოგრაფია. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი.

სადისერტაციო თემა - "პასუხისმგებლობა ავტოსატრანსპორტო დანაშაულისათვის", დაიცვა 1975 წელს. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1996-97. -გვ.31; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 77

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმი, წევრი (1990-1992)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: