შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაქსიმე გვარლიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა მესტია. მაქსიმე გვარლიანის ხელმძღვანელობით და მონაწილეობით მოეწყო მნიშვნელოვანი ასვლები კავკასიონსა და პამირის მთიანეთში 1937 წელს, შხელდა 1950 წელს, შხარა 1952 წელს. 1954 წელს მისი ხელმძღვანელობით პირველად დაიპყრეს "გიორგი ნიკოლაძის", "თეთნულდის მსხვერპლთა ხსოვნის" და "ფრიდრიხ ენგელსის" მწვერვალები, 1955 წელს პამირში მეცნიერებათა აკადემიის ქედზე მწვერვალი "როსია". 1942 წელს კავკასიის ფრონტზე სადაზვერვო ჯგუფის შემადგენლობაში ასრულებდა სარდლობის საგანგებო დავალებებს. 1934–1965წწ. იყო მესტიის ეთნოგრაფიული ანსამბლის წევრი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ალპინისტი, მეგზური, ალპინიზმის ინსტრუქტორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.604 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |