The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გულადი გოგმაჩაძე

დაბადების თარიღი:17 თებერვალი, 1962  (62 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქობულეთის რაიონი, სოფელი გვარა.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი 1987 წელს.

1987-1992წწ. მუშაობდა ქობულეთის აგროსამრეწველო გაერთიანებაში; ეწეოდა სამეცნიერო პედაგოგიურ მოღვაწეობას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე; 1993-1999წწ. მუშაობდა კომერციულ სტრუქტურებში; 2000 წლიდან იყო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ექსპერტი სურსათის უსაფრთხოების საკითხში; 2002 წლიდან სახელმწიფო ფედერაციის უნიტარული საწარმოს – "სრულიად რუსეთის ინფორმატიზაციის, აგრონომიისა და ეკოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის" გენერალური დირექტორი; 2004 წლიდან მოღვაწეობს მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობის ფაკულტეტზე; აგროინჟინერი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (2005).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.66

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: