The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ გვარაძე

ნიკოლოზ გვარაძე
დაბადების თარიღი:28 დეკემბერი, 1883
გარდაცვ. თარიღი:7 ივლისი, 1960  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1903 წლიდან სასცენო მოღვაწეობა დაიწყო თბილისის ქართულ დრამატულ დასში; 1904–1906წწ. მოღვაწეობდა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრში; სხვადასხვა დროს მუშაობდა მსახიობად და რეჟისორად თბილისის, ფოთის, სოხუმის და ბაქოს ქართულ თეატრებში. რამდენიმე წელი გამოდიოდა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე. 1931–1948წწ. მუშაობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. 1916 წლიდან იღებდნენ კინოში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.604

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1950 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: