The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ გოგნიაშვილი

რევაზ გოგნიაშვილი
დაბადების თარიღი:26 ოქტომბერი, 1893
გარდაცვ. თარიღი:20 მარტი, 1967  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: თელავის რაიონი, სოფელი ქვემო ხოდაშენი.

დაამთავრა პარიზის კონსერვატორია საკომპიზიციო განხრით 1913 წელს.

1913–1914წწ. პარიზშივე დირიჟორობდა ერთ–ერთ სიმფონიურ ორკესტრს; 1914 წელს დაბრუნდა საქართველოში და შეუდგა ქართული ხალხური სიმღერების შეკრებას და დამუშავებას; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამუსიკო სკოლებში; 1914 წელს დაიწყო მუშაობა ოპერა "ქრისტინეზე", რომლის პრემიერაც 1918 წლის 21 მაისს "ქართველ მომღერალთა კავშირის" თაოსნობით "ქართული კლუბის" სცენაზე შედგა; იმავე წლის 17 ივნისს "ქრისტინე" დაიდგა თბილისის საოპერო სცნაზე; მისი ნაწარმოებებიდან ასევე აღსანიშნავია – "ჯადოსანი" და "მზის ქურუმი", აგრეთვე ვოკალურ–საკრავიერი და კამერული ნაწარმოებები; დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული თეატრების დადგმებისათვის. 1925-1927წწ. იყო თბილისში დაარსებული პირველი სატირის თეტრის კომპოზიტორი; 1930-იან წწ. თელავის მუსიკალური სკოლის დირექტორი. გაფორმებული აქვს 200-ზე მეტი სპექტაკლი. რევაზ გოგნიაშვილი პირველი ქართველი კომპოზიტორია, რომლის საფორტეპიანო ნაწარმოებების კრებული ევროპაში გამოიცა ("Arabesques" პარიზი 1910). კომპოზიტორი და რეჟისორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.66; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1918-1921 სამუსიკო ცხოვრება/რედაქტორ-შემდგენლები: კატო ჯავახიშვილი, სალომე ჭანტურიძე, მირიან ხოსიტაშვილი.-თბ., 2021.-გვ.36 


გააზიარე: