შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე გვარამაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ვალე, ახალციხის რაიონი. დაწყებითი სკოლის დასრულების შემდეგ სწავლობდა კონსტანტინოპოლის სასულიერო სასწავლებელში, სადაც ქართველ განმანათლებელ და კათოლიკე ბერს პეტრე ხარისჭირაშვილს 1850 წელს დაარსებული ჰქონდა სამონასტრო სასწავლებელი "ფერიქოა"; სწავლა განაგრძო ვატიკანის, იტალიისა და საფრანგეთის სასულიერო-კათოლიკურ ცენტრებში. 1860-იანი წლების დამლევს მღდვლად ეკურთხა; ეწეოდა პედაგოგიურ და პუბლიცისტურ მოღვაწეობას; იგი "ვინმე მესხის" ფსევდონიმით რეგულარულად აქვეყნებდა წერილებს "ივერიაში," "დროებასა" და "სახალხო ფურცელში". იგი თავისი პუბლიცისტური, პედაგოგიური და ეთნოგრაფიული ინტერესების გამო დაუახლოვდა ილია ჭავჭავაძეს; 1870-ანი წლებიდან მისი პედაგოგიური მოღვაწეობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1882 წელს გამოცემული "ქართლის ცხოვრება"–"სასწავლებელში მყოფ მოწაფეთა და ყოველთა ქართველთა საკითხავად" და 1885 წელს გამოცემული "ქართული ენის საუნჯე". მან აღმოაჩინა და მომავალი სასულიერო და სამეცნიერო გზა გაუკვალა მიხეილ თამარაშვილს. მისი თაოსნობით მიმდინარეობდა განმანათლებლური მოღვაწეობა და მისიონერული ქადაგება გათურქებულ მესხებს შორის. კოტე გვარამაძის (მესხი) მამა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.604; განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოვაწეები: nateba.websail.net; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.574 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |