შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ გვარამაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ვლადიკავკაზი, ჩრდილოეთ ოსეთი. დაამთავრა პეტერბურგის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტი 1916 წელს. ოთხი წელი იმუშავა "რიგა-ორიოლის" რკინიგზის მშენებლობაზე; 1920 წელს ჩამოვიდა საქართველოში; 1921 წლიდან მუშაობდა საქართველოს გზებისა და ნავსადგურების სამმართველოს უფროსად; საქართველოს რკინიგზების აღდგენა–რეკონსტრუქციისა და მშენებლობის ერთ–ერთ ხელმძღვანელად; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე, თბილისის ტრანსპორტის ინჟინრების ინსტიტუტში 1922 წლიდან; იყო მიმოსვლის გზათა II რანგის გენერალური დირექტორი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. პროფესორი (1930). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.604; წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 88-89 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |