The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ გვარამაძე

ნიკოლოზ გვარამაძე
დაბადების თარიღი:4 ოქტომბერი, 1892
გარდაცვ. თარიღი:26 ნოემბერი, 1959  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ვლადიკავკაზი, ჩრდილოეთ ოსეთი.

დაამთავრა პეტერბურგის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტი 1916 წელს.

ოთხი წელი იმუშავა "რიგა-ორიოლის" რკინიგზის მშენებლობაზე; 1920 წელს ჩამოვიდა საქართველოში; 1921 წლიდან მუშაობდა საქართველოს გზებისა და ნავსადგურების სამმართველოს უფროსად; საქართველოს რკინიგზების აღდგენა–რეკონსტრუქციისა და მშენებლობის ერთ–ერთ ხელმძღვანელად; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე, თბილისის ტრანსპორტის ინჟინრების ინსტიტუტში 1922 წლიდან; იყო მიმოსვლის გზათა II რანგის გენერალური დირექტორი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. პროფესორი (1930). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.604; წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 88-89

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე
  • წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: