The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გუარამ მამფალი

დაბადების თარიღი:8??
გარდაცვ. თარიღი:882
დაკრძალვის ადგილი:ოპიზის მონასტერი, ისტორიული კლარჯეთი(ახლანდელი თურქეთის ტერიტორია)
კატეგორია:პოლიტიკოსი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

 IX საუკუნის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, აშოტ I დიდის უმცროსი ძე, ბაგრატ I კურაპალატის თანამმართველი, ბაგრატიონთა ტაოს შტოს ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი. წარმატებით იბრძოდა არაბი დამპყრობლების წინააღმდეგ. შეიპყრო თბილისის ამირა გაბულოცი და ბიზანტიაში გაგზავნა დატყვევებული, დაიპყრო ჯავახეთი, თრიალეთი, ტაშირი, აბოცი (აშოცი) და არტაანი (ამ დროს უნდა მიეღო მას "მამფალის" ტიტული). სამცხეში  ააგო ციხეები -ოძრხე, ჯვარის ციხე და ლომსიანთა. IX საუკუნის 80-იან წლებში გვარამ მამფალმა თრიალეთი დაკარგა (მას დაეუფლა ლიპარიტ I, რომელმაც დავით I კურაპალატის ვასალობა იკისრა). გვარამ მამფალი არ თანაუგრძნობდა თავის ძეს ნასრას, რომელმაც თრიალეთის გამო ბაგრატიონებს შორის ატეხილი დავის დროს ღალატით მოკლა  დავით I 881 წელს. სიცოცხლის ბოლო წლებში გვარამ მამფალმა ჯავახეთი, არტაანი და ტაშირი თავის ძმებს ბაგრატ I კურაპალატსა და ადარნასე I, ხოლო აბოცი ცოლისძმას, სომეხთა მეფეს სმბატ I დიდს გადასცა, თავად კი ბერად აღიკვეცა და მალე გარდაიცვალა კიდეც. დასაფლავებულია მის მიერ მეორედ აშენებულ ოპიზის მონასტერში. გიორგი მერჩულე გვარამ მამფალს დიდ მამფალსა და დიდ ხელმწიფეს უწოდებს. მისივე სიტყვით გვარამ (გუარამ) მამფალი ფრიად სიტყვახელოვანი და განსწავლული კაცი ყოფილა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.604


გააზიარე: