The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ხომერიკი

თამაზ ხომერიკი
დაბადების თარიღი:14 ივნისი, 1928
გარდაცვ. თარიღი:იანვარი, 2015  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა უცხო ენათა ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი 1953 წელს.

1957 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში; გაიარა გზა პასუხისმგებელი რედაქტორიდან ინსტიტუტის რექტორამდე; ათული წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა პირველი არხის ინფორმაციის მთავარ რედაქციას; წლების წინ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას სახელწოდება "მოამბე" სწორედ მან შეურჩია. ბოლო წლებში იგი საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 420;  წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.178

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი, წევრი (1966-)
  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, წევრი (1958-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული ჟურნალისტიკის განვითარებისა და ახალგაზრდა პროფესიული კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის
  • საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

გააზიარე: