Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალერიან გოგოლაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სიღნაღის რაიონი, სოფელი ანაგა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1959 წელს; მოსკოვის საფინანსო–ეკონომიური ინსტიტუტი 1978 წელს. 1960-1990წწ. მუშაობდა გაზეთ "სოფლის ცხოვრების" რედაქციაში; 1978-1990წწ. იყო გაზეთის პ/მგ მდივანი, რედაქტორის მოადგილე, მთავარი რედაქტორი; 1990 წელს საქართელოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; 1970-1994წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე; არის ნარკვევების, რამდენიმე წიგნის, "პრესის თეორიისა და პრაქტიკის" სახელმძღვანელოს თანაავტორი; XX საუკუნის 70–80-იან წლებში თავი გამოიჩინა საქართველოს სოფლის მეურნეობის წარმოების, მართვისა და ეკონომიკის პრობლემებისადმი მიძღვნილი სტატიებითა და ნარკვევებით; მისმა ანალიტიკურმა და კრიტიკულმა საგაზეთო პუბლიკაციებმა სათავე დაუდო იმდროინდელ სიახლეს – ჟურნალისტურ გამოძიებას; პოლკოვნიკი (1993). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.67 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |