შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელენე გვარამაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ლენინგრადის ქორეოგრაფიული სასწავლებელი (ა. ვაგანოვას ხელმძღვანელობით) 1930 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1934 წელს. 1922–1928 წლებში სწავლობდა თბილისში მარია პერინის კერძო სტუდიაში. 1930–1948 წლებში იყო ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი, სადაც ასრულებდა მთავარ პარტიებს ქართულ, რუსულ და ევროპულ საბალეტო დადგმებში. შესრულებული აქვს ფასკუნჯის (ჩეზარე პუნის "კუზიანი ცხენი"), ტაო ხოას (რეინგოლდ გლიერის "წითელი ყვავილი"), ოდეტა–ოდილაიას (პეტრე ჩაიკოვსკის "გედის ტბა"), კიტრის (ლუდვიგ მინკუსის "დონ კიხოტი"), მარიას (ბორის ასაფიევის "ბაღჩისარაის შადრევანი"), ესმერალდას (ჩეზარე პუნის "ესმერალდა"), სილფიდის ("შოპენიანა"), იდორას (იანოვსკის "ფერენჯი"), მანიჟეს (ანდრია ბალანჩივაძის "მთების გული"), ციალას (ოთარ თაქთაქიშვილის "მაყვალა"), დ. არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე", ი. ტუსკიას "სამშობლო", ა. ანდრიაშვილის "კაკო ყაჩაღი", ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე" და პირველ ქართულ კინოკონცერტში "ჯურღაის ფარი" და სხვა როლები. იგი ხშირად მართავდა დამოუკიდებელ სოლო კონცერტებს რესპუბლიკისა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, საბალეტო ნომრებთან ერთად წარმატებით ასრულებდა "ქართულს", "მთიულურს", "უზუნდარას", "მოხეურს" და სხვა ქართულ ცეკვებს. ქართული ხალხური ცეკვების შესრულებისას მას პარტნიორობას უწევდა გამოჩენილი მოცეკვავე ჯ. ბაგრატიონი. 1945 წელს მოსკოვში ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად დაიცვა დისერტაცია თემაზე - "ქართული ხალხური ცეკვის წარმოშობისა და მორფოლოგიის საკითხისათვის", ხოლო 1966 წელს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ხარისხის დასაცავად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალიზებულ სამეცნიერო საბჭოზე წარადგინა დისერტაცია თემაზე - "ქართული საცეკვაო ფოლკლორი". 1947 წლიდან იგი ეწეოდა სამეცნიერო–კვლევით მუშაობას ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების დარგში. 1961 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში. იყო ინსტიტუტის თეატრისა და კინოს ისტორიისა და თეორიის სამეცნიერო სექტორის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. დაჯილდოებულია მედლებით, დიპლომებითა და სიგელებით. არჩეული იყო საქალაქო საბჭოს დეპუტატად. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1966), პროფესორი (1973). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.604; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.43 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |