The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელენე გვარამაძე

ელენე გვარამაძე
Legal name:ლილი გვარამაძე
Date of birth:21 October, 1913
Date of death:29 November, 1991  (at 78 years)
Category:Dancer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ლენინგრადის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1930 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1934 წელს.

1922–1928წწ. სწავლობდა თბილისსი მარია პერინის სტუდიაში; 1930–1948წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი; შესრულებული აქვს ფასკუნჯის (პუნის "კუზიანი ცხენი"), ტაო ხოას (გლიერის "წითელი ყვავილი"), ოდეტა–ოდილაიას (ჩაიკოვსკის "გედის ტბა"), კიტრის (მინკუსის "დონ კიხოტი"), მარიას (ასაფიევის "ბაღჩისარაის შადრევანი"), ესმერალდას (პუნის "ესმერალდა"), სილფიდის ("შოპენიანა"), იდორას (იანოვსკის "ფერენჯი"), მანიჟეს (ბალანჩივაძის "მთების გული"), ციალას (თაქთაქიშვილის "მაყვალა") და სხვ. როლები; 1947 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო–კვლევით მუშაობას ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების დარგში; 1961 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში; იყო ინსტიტუტის თეატრისა და კინოს ისტორიისა და თეორიის სამეცნიერო სექტორის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1966), პროფესორი (1973).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.604

Awards and Honors

  • 1941 - საქართველოს სახალხო არტისტი

Bibliography


Share: