შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინათინ გოგოლაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 1938 წელს. 1935 წლიდან იყო რადიოკომოტეტის, ხოლო 1938 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი; 1957 წლიდან თბილისის კონსერვატორიის, 1991 წლიდან კი ხელოვნების აკადემიის პედაგოგი; ეწეოდა საგასტროლო მოღვაწეობას; პროპაგანდას უწევდა ქართულ კლასიკურ მუსიკას; გამართული აქვს 100–ზე მეტი კონცერტი; იყო მრავალი ქართველი კომპოზიტორის საფორტეპიანო ნაწარმოებთა პირველი შემსრულებელი; მის რეპერტუარში დიდი ადგილი ეთმობა მსოფლიო კლასიკოსთა საფორტეპიანო ნაწარმოებებსაც. პიანისტი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.67 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |