The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარგარიტა გოგოლაშვილი

სხვა სახელი:მარგო
დაბადების თარიღი:30 მაისი, 1911
გარდაცვ. თარიღი:28 ოქტომბერი, 2002  (91 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1931 წელს; სასცენო ხელოვნების უმაღლესი კურსები 1937 წელს.

1952-1953წწ. იყო თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის დირექტორი; 50–იანი წლებიდან პრესაში აქვეყნებდა წერილებსა და რეცენზიებს; თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ ენციკლოპედიების რედაქციებთან, ჟურნალ "ტეატრთან"(მოსკოვი); თარგმნა პიესები: ა. ოსტროვსკის "ლამაზი მამაკაცი", მაქსიმ გორკის "მოხუცი", "ბარბაროსები", თ. მეტერლინკის "მონა ვანა"; ველისციხის სახელმწიფო თეატრში დადგა ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი" და ნ. სტეპანოვის "პატრიოტები"; თეატრმცოდნე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.67

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: