The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ გოგოლაშვილი

მიხეილ გოგოლაშვილი
დაბადების თარიღი:28 მარტი, 1902
გარდაცვ. თარიღი:11 მარტი, 1957  (54 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქალაქი ბათუმი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ლანჩხუთის რაიონი, სოფელი ჩანჩეთი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაო სასწავლებელი 1922 წელს; ხერსონის საზღვაო სასწავლებელი 1936 წელს.

1935 წლიდან იყო ბათუმის პორტის კაპიტანი; 1943 წლიდან შავი ზღვის ფლოტის შორეული ნაოსნობის კაპიტანი; II მსოფლიო ომის დროს მონაწილეობდა ოდესის მოსახლეობის ევაკუაციასა და საბჭოთა ჯარების საწვავით მომარაგებაში; გემებით გადაჰქონდა საწვავი ევროპის, ახლო და შორეულ აღმოსავლეთის ქვეყნებში, აფრიკასა და ამერიკის კონტინენტებზე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და საბრძოლო ორდენები; შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.68


გააზიარე: