Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პაატა ბურჭულაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი (დ. ხელაშვილის კლასი) 1978 წელს, პარალელურად - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. 1978-1980წწ. სტაჟირება გაიარა იტალიაში, მილანის თეატრ "ლა სკალაში"; 1981 წლიდან თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სოლისტი იყო; 1984 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის კონსერვატორიაში; 1985 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ავსტრიაში; 1986 წელს ვენაში შეიქმნა ბურჭულაძის სახელობის კლუბი, რომელიც აერთიანებს მისი ხელოვნების თაყვანისმცემლებს; შესრულებული აქვს შემდეგი პარტიები: ტარიელი (ო. თაქთაქიშვილის "მთვარის მოტაცება"), მაკარი (ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე"), მარკიზი (გ. ყანჩელის "და არს მუსიკა"), მეფისტოფელი (ა. ბოიტოს "მეფისტოფელი"), მეფისტოფელი (შ. გუნოს "ფაუსტი"), მექე რენე (ჩაიკოვსკის "იოლანტა"), ბორისი, დოსიფეი (შ. მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი", "ხოვანშჩინა"), ლეპორელო (მოცარტის "დონ ჟუანი"), დონ ბაზილიო(ჯ. როსინის "სეველიელი დალაქი"). შესრულებული აქვს ბევრი როლი ჯ. ვერდის ოპერებში. ასრულებს მუსორგსკის, რახმანოვის და სხვათა რომანსებს. მოღვაწეობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, თანამშრომლობს მსოფლიოს უდიდეს დირიჟორებთან (ჰერბერტ ფონ კარაიანი, კ. აბადო, ლ. მააზელი, ზ. გეტა, რ. მუტი, კ.მ. ჯულენი). პაატა ბურჭულაძე სისტემატიურად ჩამოდის თბილისში, მონაწილეობს კონცერტებში. 1998 წელს მისი ინიციატივით და მონაწილეობით თბილისში გაიმართა საოპერო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი "ბრავო"; 2000 წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში შეასრულა ი. კეჭაყმაძის საგალობლები ტაძრის მგალობელთა გუნდთან ერთად. ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |