The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალერიან ადვაძე

ვალერიან ადვაძე
Date of birth:17 February, 1931
Date of death:14 March, 2013  (at 82 years)
Burial location:თბილისი
Category:Diplomat, Economist, Public official, Scientist, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი პტენა, ახალქალაქის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1953 წელს.

1953–1956წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში; 1956–1988წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე ასისტენტის, უფროსი მასწავლებლის, დოცენტის, პროფესორის და სახალხო მეურნეობის ისტორიისა და ეკონომიკური მოძღვრების ისტორიის კათედრის გამგედ; ერთდროულად 1978 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებული ეკონომიკური დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო–კვლევითი ინტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1988 წლიდან დირექტორი;  ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მიმნიჭებელ სპეციალურ საბჭოს; კვლევის ძირითადი სფერო იყო საქართველოს ეკონომიკა: მისი ომის შემდგომი განვითარება, პრობლემები, პერსპექტივები, მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკის ისტორიის საკითხები; აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკის საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში; 1992 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1992-1993წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 1993-1995წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1973), საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი (1991). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1.-თბ.,1997.-გვ.51; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015.- თბ.-2015/ კობა ამირხანაშვილი.-გვ.61; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: old.parliament.geწიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.368; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.28

Member of Organizations

  • რუსეთის ეკონომიკურ მეცნიერებათა და სამეწარმეო საქმიანიბის აკადემია , აკადემიკოსი (1991-)
  • საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი , სახალხო დეპუტატი (1989-)
  • საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის უზენაესი საბჭოს ეროვნებათა საბჭო, წევრი (1989-)
  • საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტი, თავმჯდომარე (1992-1993)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1993)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ეკონომიკურ საკითხთა კომისია, თავმჯდომარე (1992-1993)
  • საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო, წევრი
  • საქართველოს სამეცნიერო ეკონომიკური საზოგადიების რესპუბლიკური გამგეობა , თამჯდომარე (1984-)

Awards and Honors

  • 1996 - ღირსების ორდენი
  • 1990 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: