Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალერიან ადვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი პტენა, ახალქალაქის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1953 წელს. 1953–1956წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში; 1956–1988წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე ასისტენტის, უფროსი მასწავლებლის, დოცენტის, პროფესორის და სახალხო მეურნეობის ისტორიისა და ეკონომიკური მოძღვრების ისტორიის კათედრის გამგედ; ერთდროულად 1978 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებული ეკონომიკური დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო–კვლევითი ინტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1988 წლიდან დირექტორი; ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მიმნიჭებელ სპეციალურ საბჭოს; კვლევის ძირითადი სფერო იყო საქართველოს ეკონომიკა: მისი ომის შემდგომი განვითარება, პრობლემები, პერსპექტივები, მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკის ისტორიის საკითხები; აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკის საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში; 1992 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1992-1993წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 1993-1995წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1973), საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი (1991). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1.-თბ.,1997.-გვ.51; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015.- თბ.-2015/ კობა ამირხანაშვილი.-გვ.61; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: web.archive.org; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.368; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.28 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |