The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე ახვლედიანი

დაბადების თარიღი:10 ივნისი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიური ფაკულტეტი 1959 წელს, ასპირანტურის კურსი მიკრობიოლოგია–იმუნოლოგიის სპეციალობით 1965 წელს.

1968 წლიდან მუშაობდა კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტში, 1970 წლიდან იყო უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 62 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება იმუნური სისტემის მდგომარეობას ტრავმული შოკის, კუჭ–ნაწლავის ქირურგიული დაავადებების, ჰეპატოციტების ალო–დაქსენო ტრანსპლანტაციის დროს. დაჯილდოვებულია საპატიო სიგელებით და მადლობებით. არის იმუნოლოგი, მიკრობიოლოგი, მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ამიერკავკასიის ჩვეულებრივი მემინდვრიის ბიოლოგიის თავისებურებებისა და მღრღნელთა ტიფის ბაქტერიებისადმი მიმღებლობის შესწავლისათვის საქართველოს პირობებში", დაიცვა 1966 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.23–24

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სამედიცინო–ტექნიკური საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს იმუნოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს პათოფიზიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ძეგლთა დაცვის საზოგადოება, წევრი

გააზიარე: