შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ახობაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს. 1946–1947წწ. იყო თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორი; 1947–1948წწ. სანავიაციის ბორტ. ექიმი და ნეიროქირურგიის კლინიკის ორდინატორი; 1948 წლიდან მუშაობდა კარდიოლოგიის ინსტიტუტში ორდინატორად, უფროს მეცნიერ–თანამშრომლად. ავტორია 82 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიული ტიპის პუბლიკაცია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 4 საკანდიდატო დისერტაცია. მიღებული აქვს უფროსი მეცნიერ–თანამშრომლის სამეცნიერო წოდება (1966). 6 წლის განმავლობაში იყო სახალხო უნივერსიტეტის (მედიცინა) რექტორი. ექიმი–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - ''თავის ტვინის ბიოელექტრული ცვლილებების დინამიკა ჰიპერტონული დაავადების დროს", დაიცვა 1959 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.25 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |