The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თინათინ ახობაძე

დაბადების თარიღი:23 მარტი, 1956  (69 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1979 წელს, ილ. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის ორწლიანი ფაკულტეტი ინგლისური ენის განხრით 1982 წელს, თბილისის ბიზნეს–ინსტიტუტი ფინანსების მენეჯერის სპეციალობით 1997 წელს.

1981–1988წწ. იყო ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი–ორდინატორი; 1988–1990წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1990 წლიდან უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულის იშერმიურ დაავადებებს. ექიმი–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის რითმის დარღვევები მიოკარდიუმის ინფარქტგადატანილ ავადმყოფებში და მათი კორექცია ანტიარითმული პრეპარატებით", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.25


გააზიარე: