შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი გეჯაძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მცხეთა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის ფაკულტეტი 1957 წელს. 1946–1952წწ. იყო თბილისის შ. რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის ორკესტრის მსახიობი (მევიოლინე); 1948– 1952წწ. თვითმოქმედი საგუნდო კოლექტივის ხელმძღვანელი; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის IX სამუსიკო სკოლასა და I სასწავლებელში, 1963–1978წწ. ამავე სასწავლებლის დირექრორი. მთავარი ნაწარმოებები: ოპერა "განთიადი", მუსიკალური კომედია "ორი რეკორდი", ორატორია "მარადისობა", ორი კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის, სიმფონია "რექვიემი", პროგრამული სიმფონია "ვარძია". შექმნილი აქვს კამერულ–საკრავიერი, საგუნდო ნაწარმოებები და მუსიკა სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის. II მსოფლიო ომის მონაწილე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.602; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.58; georgianencyclopedia.ge/ ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |