Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი გეჯაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მცხეთა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის ფაკულტეტი 1957 წელს. 1946–1952წწ. იყო თბილისის შ. რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის ორკესტრის მსახიობი (მევიოლინე); 1948– 1952წწ. თვითმოქმედი საგუნდო კოლექტივის ხელმძღვანელი; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის IX სამუსიკო სკოლასა და I სასწავლებელში, 1963–1978წწ. ამავე სასწავლებლის დირექრორი. მთავარი ნაწარმოებები: ოპერა "განთიადი", მუსიკალური კომედია "ორი რეკორდი", ორატორია "მარადისობა", ორი კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის, სიმფონია "რექვიემი", პროგრამული სიმფონია "ვარძია". შექმნილი აქვს კამერულ–საკრავიერი, საგუნდო ნაწარმოებები და მუსიკა სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის. II მსოფლიო ომის მონაწილე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.602; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.58; georgianencyclopedia.ge/ Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |