შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ გვაზავა![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1954 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა–მათემატიკის ფაკულტეტი 1957 წელს. 1957–1964წწ. მუშაობდა ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა საქართველოს სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ჰიდროტექნიკურ ლაბორატორიაში უფროს ინჟინრად; 1964–1977წწ. საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტიტში მათემატიკისა და თეორიული მექანიკის განყოფილების გამგის მოადგილედ; 1979–1985წწ. ამავე ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ჰიდროდინამიკურ და კალაპოტში მიმდინარე პროცესების ლაბორატორიას. შეისწავლიდა საინჟინრო ჰიდრავლიკის საკითხების კვლევის მეთოდებს; მონაწილეობდა წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მუშაობაში; მან პირველმა დაიწყო ჰიდრავლიკურ კვლევებში გამომთვლელი მანქანების გამოყენება. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1978), პროფესორი (1980). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.603; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.201; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 71 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |