შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ხომერიკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფ. გ. გოგიჩაძის კლასი) 1980 წელს. 1977–იდან (ჯერ კიდევ სტუდენტი) ჩაირიცხა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასში; 1981–1982წწ. სტაჟირება გაიარა მილანის "ლა სკალაში". მის მიერ შესრულებულ პარტიებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: აბესალომი, მალხაზი (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), ბერდო (რ. ლაღიძის "ლელა"), ლენსკი, ვოდემონი(პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი”, "იოლანტა"), ხოზე (ჟ. ბიზეს "კარმენი"), კავარადოსი (ჯ. პუჩინის "ტოსკა"), მანრიკო, რადამესი, ალფრედი, ჰერცოგი, ოტელო (ჯ. ვერდის "ტრუბადური", "აიდა", "ტრავიატა", "რიგოლეტო", "ოტელო") და სხვა. 1993 წლიდან ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და სოლისტი იყო. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-1999. - გვ. 419; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ. 43 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |