შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გულნარა გერსამია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1946 წელს. 1946–1951 წლებში მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის რესპუბლიკური დისპანსერის ქირურგ–ორდინატორად; 1951–1959 წლებში პათომორფოლოგიური ლაბორატორიის გამგე; 1959-1977 წლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის პათომორფოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ხოლო 1977 წლიდან გარდაცვალებამდე - ამავე ინსტიტუტის პათომორფოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სარძევე ჯირკვლის კიბოს ოპერაციამდელი რენტგენოთერაპიის შემდგომი კლინიკურ–მორფოლოგიური ცვლილებები", დაიცვა 1959 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "დასხივებული სარძევე ჯირკვლის კიბოს სტრუქტურული ცვლილებების მექანიზმების საკითხისათვის", დაიცვა 1968 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.601; ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.62; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.98 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |