შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეო ანთაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1955 წელს. 1955-1967წწ. მოღვაწეობდა მარჯანიშვილის, 1967-1975წწ. რუსთავის თეატრებში. 1975 წლიდან კვლავ დაუბრუნდა მარჯანიშვილის თეატრს. მის მიერ შესრულებულ როლებს შორის აღსანიშნავია: ზურია - რეზო თაბუკაშვილი "რას იტყვის ხალხი"; შოთა არევაძე - კიტა ბუაჩიძე "მკაცრი ქალიშვილები"; ბუბნოვი - მაქსიმ გორკი "ფსკერზე"; ჩარლი - ტომას ბრანდონი "ჩარლის დეიდა"; ზურიკო - ნოდარ დუმბაძე, "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"; შიშკობა - პოლიკარპე კაკაბაძე "კახაბერის ხმალი" და სხვ. კინოროლებიდან: "ყვავილი თოვლზე" (1959); "გაქცევა გამთენიისას" (1975); "დათა თუთაშხია" (1978); "მონანიება" (1984); "ქუჩის დღეები" (2010); "რენე მიდის ჰოლივუდში" (2010) და სხვ. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |