The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეო ანთაძე

ლეო ანთაძე
ოფიციალური სახელი:ლევან ანთაძე
დაბადების თარიღი:12 ნოემბერი, 1932  (91 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1955 წელს.

1955-1967წწ. მოღვაწეობდა მარჯანიშვილის, 1967-1975წწ. რუსთავის თეატრებში. 1975 წლიდან კვლავ დაუბრუნდა მარჯანიშვილის თეატრს. მის მიერ შესრულებულ როლებს შორის აღსანიშნავია: ზურია - რეზო თაბუკაშვილი "რას იტყვის ხალხი"; შოთა არევაძე - კიტა ბუაჩიძე "მკაცრი ქალიშვილები"; ბუბნოვი - მაქსიმ გორკი "ფსკერზე"; ჩარლი - ტომას ბრანდონი "ჩარლის დეიდა"; ზურიკო - ნოდარ დუმბაძე, "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"; შიშკობა - პოლიკარპე კაკაბაძე "კახაბერის ხმალი" და სხვ. კინოროლებიდან: "ყვავილი თოვლზე" (1959); "გაქცევა გამთენიისას" (1975); "დათა თუთაშხია" (1978); "მონანიება" (1984);  "ქუჩის დღეები" (2010); "რენე მიდის ჰოლივუდში" (2010) და სხვ.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2023 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1979 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: