შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რობერტ გოგოლაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კურსები, ტყიბულის რაიონი. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია ვოკალის განხრით 1969 წელს. მღეროდა სხვადასხვა ქართულ ანსამბლში; 1976-1983წწ. უძღვებოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხალხური სიმღერის ანსამბლ "ფაზისს"; 1980 წლიდან 30 წლის მანძილზე ვაჟთა ვოკალურ ანსამბლ "თბილისს"; 1992 წლიდან ანსამბლ "ქართულ ხმებს"; 1998-2007წწ. ანსამბლ "უნივერსიტეტს"; 2006 წლიდან ხალხური სიმღერის ანსამბლ "იმერს"; მისი შესრულებით გამოსულია ფირფიტა–გიგანტი, აუდიოკასეტები და კომპაკდისკები; ფონდმა "ქართული გალობა" ქართული სიმღერის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 2013 წელს რობერტ გოგოლაშვილს ქართული ხალხური სიმღერის მოამაგის საპატიო წოდება მიანიჭა. მომღერალი, ლოტბარი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.68; ფონდი ქართული გალობა: d.facebook.com; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.360 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |