შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა გოგოლაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 1905 წელს ქ. ხონში დაიწყო სასცენო მოღვაწეობა; 1910-1912წწ. მუშობდა მსახიობად და რეჟისორად თბილისში; 1912-1917წწ. ქუთაისის თეატრში; 1917-1920წწ. ბაქოს ქართულ თეატრში; 1920-1923წწ. ბათუმის თეატრში; 1923-1926წწ. ფოთის თეატრში; 1926-1928წწ. ჭიათურის თეატრში; 1926 წლიდან იღებდნენ კინოში; 1928 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ქუთაისის თეატრის წამყვანი მსახიობი; შესრულებული აქვს 200–მდე როლი, რომელთა შორის აღსანიშნავია : პარასკიდი და კოწია (შ. დადიანის "კაკალ გულში", "გუშინდელნი"), ლომკაცა (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), კოსტაია (ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ელიზბარი (გ. შატბერაშვილის "ფიქრის გორა"); გადაღებულია ფილმებში: მიკიტანი (1927, "სამანიშვილის დედინაცვალი"), ფრანგი ოფიცერი (1929, "კომუნარის ჩიბუხი"), მამასახლისი (1934, "უკანასკნელი მასკარადი"), პრისტავი (1937, "დაკარგული სამოთხე"); მან ქართული თეატრისათვის თარგმნა და გადმოაკეთა 80–ზე მეტი პიესა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.68 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |