The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა გოგოლაშვილი

შალვა გოგოლაშვილი
Other name:ხონელი
Date of birth:13 January, 1887
Date of death:1 November, 1972  (at 85 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1905 წელს ქ. ხონში დაიწყო სასცენო მოღვაწეობა; 1910-1912წწ. მუშობდა მსახიობად და რეჟისორად თბილისში; 1912-1917წწ. ქუთაისის თეატრში; 1917-1920წწ. ბაქოს ქართულ თეატრში; 1920-1923წწ. ბათუმის თეატრში; 1923-1926წწ. ფოთის თეატრში; 1926-1928წწ. ჭიათურის თეატრში; 1926 წლიდან იღებდნენ კინოში; 1928 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ქუთაისის თეატრის წამყვანი მსახიობი;  შესრულებული აქვს 200–მდე როლი, რომელთა შორის აღსანიშნავია : პარასკიდი და კოწია (შ. დადიანის "კაკალ გულში", "გუშინდელნი"), ლომკაცა (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), კოსტაია (ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ელიზბარი (გ. შატბერაშვილის "ფიქრის გორა"); გადაღებულია ფილმებში: მიკიტანი (1927, "სამანიშვილის დედინაცვალი"), ფრანგი ოფიცერი (1929, "კომუნარის ჩიბუხი"), მამასახლისი (1934, "უკანასკნელი მასკარადი"), პრისტავი (1937, "დაკარგული სამოთხე"); მან ქართული თეატრისათვის თარგმნა და გადმოაკეთა 80–ზე მეტი პიესა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.68

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს სახალხო არტისტი

Share: