Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა გოგოლაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1956 წელს წლების მანძილზე მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებზე. 1957 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" დამდგმელი მხატვარია. მისი მხატვარ-დეკორატორის საკადრო-საკომპოზიციო ჩანახატებით, ესკიზების მიხედვით გადაღებულია ფილმები: "მაია წყნეთელი", "დღე პირველი, დღე უკანასკნელი", "მალე გაზაფხული მოვა", "განძი", "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", "წუთისოფელი", "ალავერდობა", "ვინ შეკაზმავს ცხენს", "პიერი, მილიციის თანამშრომელი", "სიცოცხლის ფასი", "მამული", "განთიადი", "დიდოსტატის მარჯვენა", "საერთო კედელი", "ჩაძირული ქალაქის მაძიებლები", "კეთილი მეზობლები", "დედის ბედი", "მოხეტიალე რაინდები", "რაჭა, ჩემი სიყვარული", "ამბავი ივანე კოტორაშვილისა", "გაცოცხლებული ლეგენდები", "სამი სასიძო", "სათადარიგო ბორბალი", "მოხუცი", "ცის ბილიკი", "გაზაფხული გადის", "ანდერძი", "მცხეთის მონასტერი", "დედუნა", "ფესვები", "ანთიმოზ ივერიელი", "ამაღლება", "ხევსურული ბალადა", "აშუღი ქერიბი" ("აშიკი ქერიბი", 1988, მხატვრობისათვის მირებული აქვს ევროპული კინოს პრიზი, ბერლინი), "ვალსი პეჩორაზე", "დათა თუთაშხია"; მისი დაზგური ნამუშევრებია: "წისქვილი" (1986, საქართველოს ეროვნული გალერეა), "გზა" (1985, ა. პუშკინის სახ. სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი), "სვანეთი" (1986, ა. პუშკინის სახ. სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი). კინომხატვრის ნამუშევრები არაერთხელ აღინიშნა რესპუბლიკური და საკავშირო ჯილდოებით. კინოს მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.68; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.58 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |