შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინა ხიდაშელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი 1995 წელს; ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი 1996 წელს; ვაშინგტონის სამართლის სკოლა 2000 წელს; იელის უნივერსიტეტი 2004 წელს. 1994 წელს საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომელი; 1996-1999 წწ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროგრამების დირექტორი; 2000-2004წწ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; 2004-2005წწ. ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო", მმართველი საბჭოს თავმჯდომარე; 2005-2010წწ. საქართველოს რესპუბლიკური პარტია (დედაქალაქის სეგმენტი); 2010-2012წწ. თბილისის საკრებულოს წევრი; 2012-2015წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქიდან; 2015-2016 წწ. საქართველოს თავდაცვის მინისტრი. მიღებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრის და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის კვალიფიკაცია. ავტორია 20-მდე სამეცნიერო სტატიისა და წიგნისა. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-1999. - გვ. 417; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.409 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |