The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ გოგოლაძე

ვახტანგ გოგოლაძე
დაბადების თარიღი:31 მარტი, 1909
გარდაცვ. თარიღი:17 ივნისი, 1961  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. რკვია, აზერბაიჯანი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1929 წელს; შემდეგ ქ. ლენინგრადის ვ. სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურა.

მუშაობდა ლენინგრადის სეისმოლოგიურ ინსტიტუტში; მოსკოვის ჩარხმშენებელ ინსტიტუტში იყო უმაღლესი მათემატიკის კათედრის გამგე (1947); მოსკოვში დაიცვა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა ჯერ საკანდიდატო, შემდეგ სადოქტორო დისერტაცია. იგი უშუალოდ მონაწილეობდა მოსკოვში სასტუმრო "მოსკოვის" მდგრადობის გათვლაში; მეორე მსოფლიო ომის დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მისი სამეცნიერო კვლევის თემატიკა შეეხება დრეკადობის მათემატიკური თეორიისა და მათემატიკური ფიზიკის საკითხებს; ბოლცმანის იდეის საფუძველზე განავითარა დრეკადობის მემკვიდრეობითობის თეორია, რომელთათვისაც დრეკადობის დინამიკური თეორიის ამოცანები ჩაიწერებიან ინტეგრო-დიფერენციალურ განტოლებებში; ამოხსნა Lamba-Volterra-ს კლასიკური ამოცანა; მოგვცა მრავალგანზომილებიან სივრცეში ტალღის განტოლების ფუნქციონალურ-ინვარიანტული ამოხსნა; დრეკადი მემკვიდრეობის გარემოში შეისწავლა დრეკადი რხევები; არაერთგვაროვანი და ანიზოტროპული გარემოსათვის გამოიყვანა ახალი განტოლება; იკვლევდა თეორიული სეისმოლოგიის საკითხებს. მექანიკოსი, ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1945).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.69; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.204


გააზიარე: