Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერგო გერსამია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია 1911 წელს. 1911 წელს გამოსცა იუმორისტული ალმანახები "მაშხალა" და "ნემსი". 1913 წლიდან სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში ათავსებდა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ხასიათის წერილებს. 1914 წელს იყო ქუთაისში გამომავალ გაზეთ "ჩვენი ერის" რედაქტორ-გამომცემელი. იმავე წელს მთავრობამ გაზეთი სამუდამოდ დახურა, თავად გერსამიას კი ათი დღის პატიმრობა მიუსაჯა. 1918-1921წწ. აქტიურად მონაწილეობდა პირველი რესპუბლიკის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ქუთაისის განყოფილების, დრამატული საზოგადოების, სამუსიკო საზოგადოების და საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის წევრი; დასავლეთ საქართველოში ერობათა კავშირის რწმუნებული. საბჭოთა პერიოდში მუშაობდა სხვადასხვა კულტურულ დაწესებულებაში, 1938–1957წწ. მუშაობდა საქართველოს თეატრალურ მუზეუმში. თეატრმცოდნე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.601 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |