The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლერი გოგოლაძე

ლერი გოგოლაძე
დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1938  (86 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა–ფიზიკის ფაკულტეტი 1961 წელს.

1985-1987წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი; 1987 წლიდან ამავე უნივერსიტეტის ზოგადი მათემატიკის კათედრის გამგე; კვლევის ძირითადი მიმართულებაა: ფუნქციათა თეორიისა და ფუნქციონალური ანალიზის საკითხები; მონაწილეობდა საქართველოს ნორჩ მათემატიკოსთა ნაკრების საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის მომზადებაში; ასევე ეწეოდა სპოტრულ მოღვაწეობას; 1957-1972წწ. თამაშობდა თბილისის წყალბურთელთა გუნდ "დინამოში"; 1959-1964წწ. იყო სსრკ ნაკრების მეკარე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; არის სსრკ ჩემპიონატის მრავალგზის პრიზიორი; ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი(1985), პროფესორი(1988), სპორტსმენი(წყალბურთი).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.69; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.141

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    საქართველოში სპორტის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებში მიღწეული მაღალი სპორტული მაჩვენებლებისა და სპეციალისტთა აღზრდაში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის
  • 1963 - მსოფლიო უნივერსიადის ვერცხლის მედალი(პორტუ–ალეგრი)
  • 1962 - ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი(ლაიფციგი)
  • 1960 - საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი
  • 1960 - XVII ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალი(რომი)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: