The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიული გოგოლი

გიული გოგოლი
Date of birth:23 February, 1945  (80 years)
Category:Inventor, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ–სავეტერინარო სასწავლებელის კვლევითი ინსტიტუტი 1972 წელს.

1976-1991წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტში მეძროხეობის განყოფილების გამგე; 1991-2006წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობის ბიოლოგიური საფუძვლების სამეცნიერო–კვლევითი სექტორის ხელმძღვანელის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1994-2006წწ. ეწეოდა სამეცნიერო პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ზოოტექნიკურ–სავეტერინარო სასწავლო–კვლევით ინსტიტუტში; 1995-2005წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გრანტების პროექტს; 2006 წლიდან საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2007 წლიდან მ. რჩეულიშვილის სახელობის მეცხოველეობის ბიოლოგიური საფუძვლების ინსტიტუტის დირექტორი; 2012-2023წწ. სტუ-ს ასოცირებული პროფესორი (მიწვევით); 2023 წლიდან ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2017 წლიდან მუშაობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეიობიუს სამინისტროს სსიპ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, საკვებწარმოებისა და სანაშენე საქმის დეპარტამენტში ჯგუფის ხელმძღვანელად; სწავლობს მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების ტექნოლოგიურ საკითხებს; გამოქვეყნებული აქვს 215 სამეცნიერო შრომა, მათ შორის 11 წიგნი და 9 სახელმძღვანელო, არის 2 გამოგონების ავტორი. ზოოტექნიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი (2000).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.70

Awards and Honors

  • 2013 - ღირსების ორდენი
  • 2000 - ღირსების მედალი

Bibliography


Share: