შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ხელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: გურჯაანის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1968 წელს. 1976-1979წწ. იყო კვების მრეწველობის სამინისტროს შრომის მეცნიერული ორგანიზაციისა და წარმოების მართვის ცენტრის დირექტორი; 1973 წლიდან საქართველოს შაქრის კომბინატის გენერალური დირექტორი, სსრკ აგროსამრეწველო კომიტეტის კვალიფიკაციის ამაღლების საკავშირო ინსტიტუტის ამიერკავკასიის ფილიალის დირექტორი. არის 32 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის ადაპტაცია საბაზრო ეკონომიკის პირობებში", დაიცვა 2005 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-1999. - გვ.414; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.541 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |