The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ხელაშვილი

შოთა ხელაშვილი
დაბადების თარიღი:8 მარტი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1968 წელს.

1976-1979წწ. იყო კვების მრეწველობის სამინისტროს შრომის მეცნიერული ორგანიზაციისა და წარმოების მართვის ცენტრის დირექტორი; 1973 წლიდან საქართველოს შაქრის კომბინატის გენერალური დირექტორი, სსრკ აგროსამრეწველო კომიტეტის კვალიფიკაციის ამაღლების საკავშირო ინსტიტუტის ამიერკავკასიის ფილიალის დირექტორი. არის 32 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის ადაპტაცია საბაზრო ეკონომიკის პირობებში", დაიცვა 2005 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-1999. - გვ.414; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.541

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ბიზნესისის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • ტრადიციონალისტთა კავშირი, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: