The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ კლდიაშვილი

სიმონ კლდიაშვილი
დაბადების თარიღი:14 თებერვალი, 1865
გარდაცვ. თარიღი:26 მაისი, 1920  (55 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ფერწერის, ქანდაკების და ხუროთმოძღვრების სასწავლებელი მოსკოვში 1895 წელს.

1896–1899წწ. ქალაქის არქიტექტორად მუშაობდა სოხუმში; 1899 წელს შეადგინა თბილისის სათავადაზნაურო სკოლის (ქართული გიმნაზიის – ახლანდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი შენობა) შენობის პროექტი და 1906 წლამდე ხელმძღვანელობდა მის მშენებლობას; 1902 წელს კაპიტალურად გადააკეთა და ახლანდელი ფასადით შეამკო ქობულაშვილების სახლი ა. გრიბოედოვის ქუჩაზე(ახლანდელი თბილისის სამხატვრო აკადემია); ააშენა მრავალი საცხოვრებელი სახლი; მისი ნამუშვრები ეკლექტიზმის სტილის ტიპიური ნიმუშია; გვხვდება რენესანსულ–ბაროკოული ფასადებიც; აქტიურად მონაწილეობდა ქართულ კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1902 ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად იმოგზაურა ისტორიული საქართველოს სამხრეთ რეგიონებში. აზომა 20–მდე ძეგლი, მათ შორის ადრინდელი შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ერთ–ერთი უმთავრესი ნიმუში ბანა და მისი რეკონსტრუქციის პროექტიც შეადგინა. 1910 წელს ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად იმოგზაურა რაჭა–ლეჩხუმში. 

წყარო: თბილისი:ენციკლოპედია. – თბ., 2002 წელი.       


გააზიარე: