The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გერმანე (ხობის ეპარქიის მიტროპოლიტი)

დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:16??
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

იყო XVII საუკუნის შუა წლების ქართველი საეკლესიო მოღვაწე, დიპლომატი, მოგზაური. XVII საუკუნის 30–იან წლებში დაადგინეს ხობის ეპარქიის მიტროპოლიტად. 40–იანი წლების დასაწყისში გაემგზავრა ბალკანეთში ყირიმის სახანოს წინააღმდეგ კოალიციის მოსაწყობად. მან თავისი გეგმა მოსკოვში რუსეთის სახელმწიფო კარს გააცნო. რუსეთის ხელმწიფე ალექსი მიხეილის ძემ გერმანეს სამგზავრო სიგელი უბოძა და დასაჩუქრებული გამოისტუმრა სამშობლოში 1648 წელს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.599


გააზიარე: