The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გერმანე (მღვდელმონაზონი)

დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:1739
კატეგორია:მწერალი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

იყო საეკლესიო მწერალი; თბილისის სიონის ეკლესიის მსახური; ვახტანგ VI–ის თანამშრომელი კულტურულ–მწიგნობრულ საქმიანობაში. მისი რედაქტორობით დაიბეჭდა "კონდაკი"(საეკლესიო საგალობლები) 1710 წელს; 1711 წელს მხედრული შრიფტით დაიბეჭდა მისი წიგნი "სწავლა"–ღვთისმეტყველების პირველი ქართული სახელმძღვანელო, რომელიც XIX საუკუნემდე იხმარებოდა და ხელნაწერების სახითაც მრავლდებოდა. გერმანე მღვდელმონაზონმა დიდი შრომა გასწია ქართული წერილობითი ძეგლების შეკრებისა და დაცვისათვის. მან მოიძია და განაახლა ვარძიის  ხელნაწერი. 1724 წელს ვახტანგ VI გაჰყვა რუსეთში, სადაც განაგრძობდა სასტამბო–მწიგნობრულ მოღვაწეობას.  მისი რედაქტორობით 1738 წელს მოსკოვში გამოიცა "ზატიკი".

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.599


გააზიარე: