Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გერმანე (მღვდელმონაზონი)![]()
Biographyიყო საეკლესიო მწერალი; თბილისის სიონის ეკლესიის მსახური; ვახტანგ VI–ის თანამშრომელი კულტურულ–მწიგნობრულ საქმიანობაში. მისი რედაქტორობით დაიბეჭდა "კონდაკი"(საეკლესიო საგალობლები) 1710 წელს; 1711 წელს მხედრული შრიფტით დაიბეჭდა მისი წიგნი "სწავლა"–ღვთისმეტყველების პირველი ქართული სახელმძღვანელო, რომელიც XIX საუკუნემდე იხმარებოდა და ხელნაწერების სახითაც მრავლდებოდა. გერმანე მღვდელმონაზონმა დიდი შრომა გასწია ქართული წერილობითი ძეგლების შეკრებისა და დაცვისათვის. მან მოიძია და განაახლა ვარძიის ხელნაწერი. 1724 წელს ვახტანგ VI გაჰყვა რუსეთში, სადაც განაგრძობდა სასტამბო–მწიგნობრულ მოღვაწეობას. მისი რედაქტორობით 1738 წელს მოსკოვში გამოიცა "ზატიკი". წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.599
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |