შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამია გოგოლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქობულეთის რაიონი, სოფელი ბობოყვათი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის სუბტროპიკული ფაკულტეტი 1938 წელს. 1938-1954წწ. ეკავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა; 1953-1989წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრის ბოტანიკური ბაღის დირექტორი; 1989-1994წწ. ბოტანიკური ბაღის დირექციის მრჩეველი; 1962-1994წწ. საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მეხილეობის კათედრის გამგე; 1994-2004წწ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბათუმის სახელმწიფო სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის აგრობიოლოგიის ფაკულტეტის სუბტროპიკული და მრავალწლოვანი კულტურების კათედრის გამგე; ავტორია რამდენიმე მონოგრაფიული ნაშრომისა; გამოიკვლია მულჩის გავლენა ციტრუსებისა და ყურძნის მოსავლიანობაზე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; აგრონომი, ბოტანიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1961), პროფესორი (1962). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.70; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.221 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |