The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ხეთაგური

ლევან ხეთაგური
დაბადების თარიღი:26 ივნისი, 1964  (59 წლის)
კატეგორია:ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი 1986 წელს; 1996 წელს ამსტერდამის უნივერსიტეტი(საერთაშორისო ურთიერთობები კულტურაში); 1997 წელს ამსტერდამ-მაასტრიხტის უნივერსიტეტი (ევროპული "პერფორმინგ არტს მენეჯმენტი").

"კავკასიის" და კავკასიის კულტურული პროგრამების საერთაშორისო ბიუროს ერთ-ერთი დამაარსებელი(1977); 1990 წლიდან თეატრალური ინსტიტუტის სამეცნიერო სექტორის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992 წლიდან საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელი; 1993-1996წწ. იყო საპროდიუსერო ცენტრ "არტექსის" გენერალური პროდიუსერი, 1996-1998წწ. კულტურის სამინისტროს კულტურული პროგრამების დირექციის უფროსი;  1998 წლიდან "ვესტ იორკსირის ფელიჰაუზის" (დიდი ბრიტანეთი) მენეჯერი; 1996 წლიდან "გულივერ ქლირინგ ჰაუზის" წარმომადგენელი კავკასიის რეგიონში; 1996 წლიდან ევროპის თეატრალური კვლევის ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი; 1997 წლიდან თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ბიუროს გენერალური მდივანი. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999.  - გვ. 412.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "გულივერი" (ევროპული ინტელექტუალების კავშირი), წევრი (1997-)
  • ევროპის თეატრალური განათლებისა და სასწავლებლების კონსორციუმი, დამფუძნებელი და გამგეობის წევრი (1991-)
  • ევროპის თეატრალური ინსტიტუტების სტუდენტთა ასოციაცია, ნამდვილი წევრი (1990-)
  • საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, წევრი (1986-)
  • საქართველოს ხელოვნების კრიტიკოსთა ასოციაცია, დამფუძნებელი და პრეზიდენტი (1990-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, II ხარისხის დიპლომი
  • 1982 - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, I ხარისხის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: